воскресенье, 20 сентября 2015 г.

                            გ ა ნ ხ ო რ ც ი ე ლ ე ბ უ ლ ი   პ რ ო ე ქ ტ ი ს  რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
პროექტის სახელწოდება - „ანდაზები და გამოცანები“
კლასი - მეორე კლასი
პროექტის განხორციელების ვადები -ითვლება საშუალო პროექტად და გრძელდება ერთი თვე -2015 წლის 01. 05. დან- 01.06.მდე
პროექტში მონაწილე მასწავლებელი- სსიპ - ქალაქ  ბათუმის N 8 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლეილა ღვინტიძე
პროექტის მიზანი:
.გამოიყენებენ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას რეალურ ცხოვრებაში;
.გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,დამოუკიდებელი სწავლის,თანამშრომლობითი,პრეზენ-
ტაციის და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები;
.განუვითარდებათ თვითორგანიზაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
რა ამოცანები გადაიჭრა?
.“გონებრივი იერიშის“ და კითხვარების საშუალებით შემოწმდა ,თუ რა ცოდნას ფლობენ მოსწავლეები ამ თემასთან დაკავშირეით;
.დაიწერა პროექტის მიმდინარეობის ფაზები და გეგმა;
.მოიძიეს ანდაზები და გამოცანები ბიბლიოთეკაში და ინტერნეტით.მოხდა მათი კლასიფი-კაცია;
.შემუშავდა შეფასების ფორმები;
.მოხდა პროექტის პრეზენტაცია;
.მოძიებული მასალა განვათავსეთ ბლოგზე.
რა რესურსი იქნა გამოყენებული და/ან შექმნილი
საჭირო ლიტერატურა ბიბლიოთეკიდან,ოჯახებიდან,ფორმატის და თაბახის ფურცლები,
კომპიუტერი,ინტერნეტი,პროექტორი, ფლომასტერები,ფანქრები,კალმები.შეიქმნა ანდაზები-
სა და გამოცანების კრებული.
პროექტის შედეგები:
.თეორიული ცოდნა გამოიყენეს სხვადასხვა სიტუაციაში;
.შეიქმნა წიგნის მაკეტი,რომელშიც შეგროვდა და დახარისხდა ანდაზები და გამოცანები;
.გამოუმუშავდათ საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციის, დამოუკიდებელი სწავლის,ანა-
ლიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები;
.ისწავლეს როგორ მოიპოვონ ინფორმაცია ისტ-ის დახმარებით და ბიბლიოთეკაში შესაბამისი
ლიტერატურის საშუალებით .
.მოეწყო შექმნილი მასალის გამოფენა;
.მოძიებული მასალა გამოქვეყნდა ბლოგზე.
თვისობრივი-საჭიროების შემთხვევაში ვიყენებთ ქართულის,ბუნებისმეტყველების და ხე-
ლოვნების გაკვეთილებზე .
რაოდენობრივი- 18 -მა მოსწავლემ ინდივიდუალურად შექმნა ანდაზებისა და გამოცანების კრებული.
დასკვნა /პროექტის მნიშვნელობა
         დღეს მოსწავლეები ნაკლებად ინტერესდებიან კითხვით,მითუმეტეს ანდაზებისა და გა-
მოცანების მოძიებით,პროექტმა წაახალისა მოსწავლეები და ამ საქმიანობას ხალისით აკეთებ-
დნენ.მათ მზად აქვთ პროდუქტი“ანდაზები და გამოცანები“,რომელსაც,რომელსაც დიდი ხა-
ლისით იყენებენ გაკვეთილებზე. ქართულში, შესაბამისი ტექსტის კითხვის დროს, დედააზ-
რის სწორად გამოტანაში.ცხოვრებისეული მოვლენების სწორად შეფასებაში.ისწავლეს რა უნ-
და გააკეთონ,რას მოერიდონ.ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე გვეხმარება ბუნებრივი მოვლენების,ცხოველების,მცენარეების ხილის, ბოსტნეულის და სხვა საგნების ამოცნობაში.
ხელოვნების გაკვეთილზე კი შეგვიძლია ანდაზის მიხედვით შესრულდეს თემატური ნახატი.
გამოცნობილ საგნებს ხალისით ხატავენ. გამოცანბი და ანდაზები ახალისებს და ამრავალფე-
როვნებს გაკვეთილებს.
     მოვუწოდებ მოიძიონკიდევ ხალხში გაბნეული უცნობი ანდაზები და გამოცანები,მოუ-
არონ მათ და გაუფრთხილდნენ იმას, რაც ჩვენს წინაპრებს შემოუნახავს.ის ხომ ჩვენს დროშიც
დიდი ეროვნული განძია,ხალხის სიბრძნის და მაღალგონიერების მაჩვენებებელია.
            დავინახე პროექტის მიმდინარეობის სუსტი დაძლიერი მხარეები,რასაც გავითვალის-
წინებ მომდევნო პროექტის დროს.
დანართები:
1.პროექტი
2.პროექტის ფოტომასალა

    
მასწავლებლის ხელმოწერა:                                                              /ლ.ღვინტიძე/


Комментариев нет:

Отправить комментарий